Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 31 იანვრის  N24/02-01, ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  მოვალეობის შემსრულელის 2023 წლის 23 თებერვლის N43/02-01 და 22 ივნისის N152/02-01 ბრძანებების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების  განმსაზღვრელი საბჭოს  თავმჯდომარის გიორგი გრიგოლაშვილის 14.05.2026წ. N10544/10 განცხადების  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ 2026 წლის 13 მაისის N114 სხდომის ოქმით გამარჯვებულად გამოვლენილი 52 პროექტი:
1.ფაგების იმუნოლოგია-ფაგოთერაპიის ოპტიმიზაცია;
2.ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია 2026;
3.ფეხბურთი, სადაც მსოფლიო ერთიანდება;
4.ელექტრონული მუსიკის საღამო;
5.გაცნობითი ბანაკი დიდგორზე;
6.მესტიიდან უშგულამდე;
7.თავისუფლების ერთი გვერდი;
8.კონფერენცია-პირველი რესპუბლიკის  პროგრესული გაკვეთილები;
9.ინტელექტუალური ლაბირინთი;
10.ბრილის  სამაროვანი-დაზვერვითი აქეოლოგიური ექსპედიცია;
11.ზემო იმერეთისა და ზემო  რაჭის მუნიციპალიტეტების ლანდშაფტთა ზაფხულის მდგომარეობების კვლევა და კომპლექსური გეოგრაფიული კარტოგრაფირება;
12.სტუდენტური  ექსკურსიები;
13.ისტორიის   მიღმა;
14.პოდკასტების   კონკურსი;
15.ჩემი  ფაკულტეტი  კამერის ობიექტივში;
16. რა, სად, როდის;
17. საჯარო ლექცია და დებატები საბანკო სამართლის მიმართულებით;
18. სამართალი რეალობის მიღმა;
19. საგანმანათლებლო ტრივია;
20. წრიული ბილიკი შავი კლდეები ტბაზე;
21. BaskeTSU;
22. 3X3 -ზე კალათბურთის ტურნირი;
23. ტყვიით   გამოწვეული    ნეიროტოქსიკურობის     ფონზე    მოზარდ    ვირთაგვების ჰიპოკამში   Bax/Bcl-2  დამოკიდებული  აპოპტოზის  რეგულაციაში   ენდოგენური
ჰუმაწიწის როლის შეწავლა;
24. შემეცნებითი გზა მელოურის მიწისქვეშა სამყაროში;
25. ღამე ბიბლიოთკაში-2;
26. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებეის გეოგრაფიული კვლევა;
27. რხევითი  რეაქციების შესწავლა  შებრუნებულ  მიკროემულსიებში ელექტროკონდუქტომეტრის დახმარებით;
28. Al Cinema Lab (მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი)
29. FIFA-ს ტურნირი;
30. ცოცვა-ფიზიკური და გონებრივი გამოწვევა;
31. მეცნიერთა გონება;
32. შავი ზღვის  საქართველოს სანაპიროს დინამიკა;
33. გზა ფაქტჩეკერობამდე;
34. სამოსამართლო სამართალი;
35. ჯემალ ქარჩხაძე 90;
36. კულტურული ვიქტორინა;
37. ხელბურთის  ჩემპიონატი;
38. თსუ-თარო;
39. მითია თ რეალობა;
40. ბადმინტონის ტურნირი;
41. კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტური კონფერენცია;
42. სტრატეგიული აზროვნება;
43. Young Folks;
44. ესეების კონკურსი დედაენის დღესთან დაკავშირებით;
45. უნივერსიტეტი ობიექტივში;
46. კოდექსთა კავშირი;
47. ხელშეკრულების აგებულება-დაფარული სამართლებრივი რისკები;
48. WebHackTSU 2026;
49. ენა ცოცხალია;
50. მზიანი ღამე;
51. ფოტოდოკუმენტალისტიკა მაღალმთიან აჭარაში;
52. საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ისტორიული ანალიზი;

2.  დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს თანხების ხარჯვა განახორციელოს გამარჯვებული პროექტების ბიუჯეტებიდან.
3.   ბრძანების უნივერსიტეტის   ოფიციალურ  ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი      წესით      გადაეცეს დაინტერესებულ    პირებს     და     შესაბამის     სტრუქტურულ    ერთეულს     (საფინანსო დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე